ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხეს სამი ფერეიდნეილი ქართველი ესტუმრა

21 სექტემბერი, 2019

ახალციხეს სამი ფერეიდნეილი ქართველი ესტუმრა.

შაჰრან ონიკაძე, ომიდ(ამირან) გუგუნაშვილი და ისმაილ დავითაშვილი 31 დღის განმავლობაში საქართველოსკენ ფეხით მოდიოდნენ. სამივე მათგანი, იქაურ მარტყოფში ცხოვრობს.

ფერეიდნელმა ქართველებმა ახალციხის ციხის კომპლექსი და მუზეუმი დაათვალიერეს, რისი შემდეგაც მათ ციტადელზე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, სამხარეო, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები შეხვდნენ.

სტუმრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ სიმბოლურად, წინაპრების ისტორიული გზა გაიმეორეს და საქართველოში ჩამოსასვლელად 1400 კილომეტრი ფეხით იარეს.

შეხვედრები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

გააზიარე