ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

8 ოქტომბერი, 2019

სოფელებში აგარაში და კლდეში ახალი ამბულატორიების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამ ეტაპზე, შენობების გადახურვისა და შელესვის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობების აშენება და ეზოების კეთილმოწყობა.

აგრეთვე, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამბულატორიები შენდება:
 სოფელ თისელში;
 სოფელ ურაველში;
 სოფელ ხეოთში;
 სოფელ ღრელში;
 სოფელ საძელში;
 სოფელ სხვილისში კი არსებული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

გააზიარე