ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აქტიურად მიმდინარეობს საერთო კრებების ჩატარება

12 თებერვალი, 2019

 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საპროექტო წინადადებების შესარჩევად საერთო კრებები  და კონსულტაცია კიდევ სამ სოფელში ჩატარდა.

წირის, მიქელწმინდისა და წყრუთის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შემდეგი საპროექტო წინადადებები შეარჩიეს:

▫სოფელი წირა - სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია;

▫სოფელი მიქელწმინდა - სოფლის შიდა გზებისა და სასაფლაოს ღობის რეაბილიტაცია;

▫სოფელი წყრუთი- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის ეზოს კეთილმოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა;

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

პროექტების შერჩევა 2019 წლის 1 მარტამდე უნდა მოხდეს.

მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

გააზიარე