ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

26 მაისის ღონისძიებების პროგრამა

22 May, 2019

26 მაისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ ახალციხეში, ახალციხის (რაბათის) ციხის ტერიტორიაზე გიმასპინძლებთ!

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ერთიანი კონცეფცია - ცოდნას მივყავართ თავისუფლებამდე აერთიანებს. შესაბამისად, ღონისძიების ყველა აქტივობა ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე იქნება დაფუძნებული.

26 მაისს, ციხის ტერიტორია რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად დაიყოფა.

ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, დაჯილდოვდებიან ყველაზე სტაჟიანი, ნორჩი და პირველი ქალი რეინჯერები. მოეწყობა საქართველოს დაცული ტერიტორიების და ეროვნული ტყეპარკების საინფორმაციო სტენდები.

 ქართული ბაზრის სივრცეში ქართული ღვინო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხელნაკეთი აქსესუარები და ხალხური რეწვის ნიმუშები გაიყიდება.

 საგამოფენო სივრცე ქართული თეატრის, კინოსა და მუსიკის შესახებ ინსტალაციებს და გამოფენებს გააერთიანებს.

 მოეწყობა საბავშვო კუთხე.

 პროგრამა

ძირითად სცენაზე:

  •  12:00 – 15:30 კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით;
  • 17:10 - საქართველოს ჰიმნი;
  •  18:00 ანსამბლი „ალილო“;
  •  19:00 რომან რცხილაძე ბენდთან ერთად;
  • 12:00 -19:00 - დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ და დაესწროთ:
  • ქართული ბაზარი:
  • ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
  • ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა გაყიდვა;
  • სალექციო სივრცე:
  • საგამოფენო საინფორმაციო სტენდები ეროვნული ტყე-პარკების შესახებ;
  •  საქართველოს დაცული ტერიტორიების შემეცდებითი ლექცია-სემინარები;
  •  მოსწავლეების პრეზენტაციები თავისუფალი თემით „საქართველოს დაცული ტერიტორიები“;


თეატრალიზებული წარმოდგენები:

  • 12:00-18:00 „ქართული ფილმი“ - კინო ჩვენება ქართული ფილმის შედევრები;
  • 12:00- 18:00 „ქართული მხატვრობა“ გაცოცხლებული ნახატები პერფომანსი;
  •  14:00; 15:00;16:00;საათი - „ქართული ბალეტი“, თანამედროვე კლასიკური ბალეტის ეტიუდები;
  • 14:30; 15:30 საათი - „ქართული ოპერა“, არიები ქართული ოპერიდან;
  • 13:00 -15:45 საათი - „კლასიკური მუსიკის კვარტეტი“ ქართველი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები;
  •  12:00; 14:45; 16:15 საათი- „ქართული თეატრი“, ნოველები ქართული სპექტაკლებიდან;
  •  13:00; 14:15 საათი „თოჯინების თეატრი“- წარმოდგენა ბავშვებისთვის;
  • 15:30 - 17:00 საათი - „ქართული მუსიკა“ ჯაზბენდი, ელექტრონული მუსიკა;


სპორტული შეჯიბრებები:

  •  12:00- 14:30 ნარდი, ჭადრაკი, მკლავჭიდი;
  • 14:30-15:00 ველორბოლა შოთა რუსთაველის ძეგლიდან ახალციხის ციხემდე;
  •  15:00-15:30 სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულების და მერიის სტიპენდიანტების დაჯილდოება;


დღის ბოლოს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდება.

ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

გააზიარე