Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სოციალურად დაუცველთათვის

  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსება

 

მედიკამენტოზური მკურნალობის დაფინანსების მიღება შუძლიათ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, ქრონიკული დაავადებების (ეპილეფსია, ფსიქიური დარღვევები) მქონე პირებს:

 

  •  რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 0-დან 75 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდებათ გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.
  • რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის რაოდენობა შეადგენს 75 001-დან 200 000-ის ჩათვლით, დაუფინანსდებათ მედიკამენტოზური მკურნალობა გადასახდელი თანხის 100%-მდე, წლის განმავლობაში არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარისა.

 

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება

 

მოსარგებლე ბენეფიციარები:

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მარტოხელა პენსიონერები, რომლებსაცარ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი;
  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება ან რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მოქმედი სარეიტინგო ქულით არაუმეტეს 75000-სა;

 

ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი იქნებიან ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოში კვებით კვირაში 5 დღის განმავლობაში (შაბათ-კვირის, 1-ლი და 2 იანვრის გარდა).

 

  • შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური დახმარება

 

მოსარგებლე ბენეფიციარები:

 

  • ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახები, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ვერ ახერხებენ ან გაჭირვებით ახერხებენ ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური საყოფაცხოვრებო, საარსებო პირობების შექმნას; 
  • მოქალაქეს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მისი ოჯახის მოქმედი სარეიტინგო ქულის ოდენობა შეადგენს 0-დან 200 000-ის ჩათვლით;
  • მოქალაქე, რომლის ოჯახის არცერთი წევრი არ არის დასაქმებული, ან არ გააჩნია რაიმე შემოსავალი;
  •  რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვიანი ოჯახები და სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული პირები;

 

 

  • მარტოხელა დედის და მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე ოჯახები.

 

ბენეფიციარები წელიწადში ოთხჯერ (კვარტალში ერთხელ) უზრუნველყოფილნი იქნებიან არაუმეტეს 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ღირებულების, სასურსათო პაკეტებით.

Share page