Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

№1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

11 September, 2019

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე არსებული №1 საბავშვო ბაღის შენობის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, მუსიკის დარბაზი, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, მოეწყობა ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ოთახები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას.

გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობას, რომელიც საბავშვო ბაღისთვის, არქიტექტურულად შეუსაბამო იყო, კაპიტალური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები წელს პირველად უტარდება. პროექტი 499 999 ლარით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღში 4 ჯგუფი გააგრძელებს ფუნქციონირებას, სადაც თანამედროვე სტანდარტების მქონე, კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას.

Share page