საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის საკითხებზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა გენდერულ თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.
ახალციხის მერიის გენდერული თანასწორობის განყოფილების წარმომადგენელმა მანანა მოდებაძემ აღნიშნულ თემებზე, სოფელ სვირის მაცხოვრებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, გააცნო ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობა და საკანონმდებლო რეგულაციები.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, მერიის წარმომადგენლებმა დამსწრეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს, მიაწოდეს ინფორმაცია „ქალთა ოთახის“ არსებობის შესახებაც, რომლის მთავარი ფუნქციაა მისული ვიზიტორის დახმარება და მათთვის კონსულტაციის გაწევა.