Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტში მგზავრთა მოსაცდელები ეწყობა

10 December, 2018

ახალციხის მუნიციპალიტეტში მგზავრთა მოსაცდელების მოწყობა მიმდინარეობს.

მოსაცდელები  მუგარეთში, გიორგიწმინდაში, ანდრიაწმინდაში, ურაველში, ხეოთსა და მუსხში  ეწყობა.

სვირის, ბოგისა და ტატანისის მოსახლეობისათვის კი  მოსაცდელი  თამარაშვილის ქუჩაზე  კეთდება.

მგზავრთა მოსაცდელებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

Share page